1. პროექტის სახელი: "თოვლის ბაბუა"
2.პროექტის მოკლე აღწერა: ვინ არის თოვლის ბაბუა? საიდან მოვიდა ის ჩვენს ცხოვრებაში. როგორი იქნებოდა ახალი წელი მის გარეშე. რა განსხვავებაა თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსს შორის.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია თოვლის ბაბუაზე და სანტა კლაუსზე. გამოთქვან ვარაუდები რა განსხვავებაა მათ შორის. პირველად რომელ ქვეყანაში გამოჩნდა ის და რომელ წელს. რა ცვლილებებს განიცდიდა დროთა განმავლობაში, როგორ ხვდებიან მას სხვადასხვა ქვეყნებში. მოიფიქრონ პატარა მოთხრობები თოვლის ბაბუაზე. გააფორმონ ნახატებით. აიღონ ინტერვიუები ბებიებისგან, ბაბუებისგან ,მშობლებისგან, თუ როგორი იყო მათი დამოკიდებულება თოვლის ბაბუის მიმართ და როგორია ეხლა. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში.
4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 2-5
5. ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა 2 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:აქტივობა ჯგუფური, მოსწავლეები იმუშავებენ კომპიუტერებთან და ინტერნეტის საშუალებით შეეცდებიან სასურველი ინფორმაციის მოძიებას, ზეპირი პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას, ტექსტის შეყვანას, დაფორმატებას, პრინტერის, სკანერის გამოყენებას, ინტერნეტის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოძიებას და გადმოწერას. პრეზენტაციის უნარს.
8. სარგებელი სხვებისთვის:
ახალი ინფორმაციის მიღება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ხატვა, ინფორმატიკა
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თბილისის #165-ე საჯარო სკოლა
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამუნა ნინიკაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.პოსტა: tamunaninikashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.tovlisbabua.blogspot.com/